მობილობა

მობილობის წესები და პროცედურები

 

1. რაეტაპები და რა თანმიმდევრობით უნდა გაიაროს სტუდენტმა მობილობის განხორციელებისათვის?

 

  1. გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე  students.eqe.ge;
  2. გააკეთოს ელ-განაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უსდ, პროგრამა) და დაალაგოს იგი პრიორიტეტებად;
  3. გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში;
  4. გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ - პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში;
  5. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;
  6. გაეცნოს მიმღები უსდ-ს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

 

2. როდისრეგისტრირდება პორტალზე  და როდის აკეთებს მობილობის ელექტრონულ განაცხადს მობილობის მსურველი სტუდენტი?

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით  განსაზღვრულ ვადებში, (იხ.მობილობის ელ. პორტალი  www.students.eqe.ge).

 

3. ვის აქვს პორტალზე მომხარებლად რეგისტრაციის უფლება?

 

პორტალზე მომხარებლად რეგისტრაციის უფლებააქვს,  პირს, რომელიც ასახულია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში და   კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული აქვს  სტუდენტის სტატუსი. მობილობის მომენტისათვის სტუდენტს უნდა ჰქონდეს გავლილი ორი აქტიური სემესტრი საწყის უმაღლეს სასწავლებელში. სტუდენტი მობილობის ელექტრონულ პორტალზე მომხარებლად რეგისტრირდება თერთმეტნიშნა პ/ნომრის  მეშვეობით.

 

4. სტუდენტს,რომელსაცშეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი,აქვს თუ არა მობილობის უფლება?

 

  • სტუდენტს, რომელსაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, მობილობის უფლება აქვს სტატუსის შეწყვეტიდან  12 თვის განმავლობაში.
  • სტუდენტს, რომელსაც შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებითსტატუსისშეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.
  • 2010 წლის 4 თებერვლამდე ყველა გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად და უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

            -  გარიცხვის/ამორიცხვის ბრძანების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში.

            -  აღიარებულ რეჟიმში სწავლის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში

 

5რისმიხედვით ხორციელდება პორტალზე კონკურსი?

 

გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ელექტრონულ პორტალზე მიმდინარეობს სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის გათვალისწინებით.

ორი ან მეტი თანაბარი საკონკურსო ქულის მქონე სტუდენტის ბოლო საკონკურსო ადგილზე გასვლის შემთხვევაში, პორტალზე მობილობის უფლებას მოიპოვებს  თითოეული მათგანი.

სტუდენტები, რომლებსაც რეესტრში არ უფიქსირდებათ საკონკურსო ქულა (ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები) პორტალზე მობილობით გადასვლის უფლებას მოიპოვებენ კონკურსის გარეშე (უკონკურსოდ).

 

6აქვს თუ არა უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობისათვის დააწესოს დამატებითი მოთხოვნები?

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია,  დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები სტუდენტების მობილობით ჩარიცხვასთან დაკავშირებით (გამოცდა, შემოქმედებითი ტური, გასაუბრება და ა.შ) ან/და შეზღუდოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება კონკრეტული პირობით (სწავლების წელი, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და ა.შ.). დამატებითი მოთხოვნების არსებობა აისახება ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შენიშვნების გრაფაში.

 

7როგორ ირიცხება სტუდენტი მობილობის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში?

 

ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით, მობილობის უფლების მოპოვების (დადებითი პასუხის) შემთხვევაში, სტუდენტმა  დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს წერილობითი განცხადებით  მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მის მიერ დადგენილ ვადებში, და წარადგინოს პირადი საქმის ასლები.

 

8როგორხდება მიმღები დაწესებულების მიერ კრედიტების აღიარება?

 

კრედიტების აღიარება ხორციელდება სტუდენტის მიერ წარდგენილი პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. მობილობის მსურველის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

9როდისითვლება სტუდენტი მობილობით გადასულად მიმღებ დაწესებულებაში?

 

სტუდენტი მობილობით გადასულად ითვლება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ სტუდენტის მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის დღიდან.

 

10როგორშეუძლიასტუდენტს უარი განაცხადოს მობილობით ჩარიცხვაზე?

 

თუ სტუდენტი უარს აცხადებს მობილობის წესით ჩარიცხვაზე, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს  მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე. 

 

11. რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს მობილობის მსურველმა მიმღემ უნივერსიტეტში:

 

  1. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  2. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა ბრძანების სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  3. ნიშნების ფურცელი;
  4. პირადობის ასლი;
  5. ატესტატის ასლი;
  6. სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
  7. ორი ფოტოსურათი 3/4 (+ ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე)
  8. ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ (უნდა აიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ალექსიძის ქ. #1).