Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის Adam Mickiewicz University, Poland, გაზაფხული 2020

27 თებერვალი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში, პოლონეთი (Adam Mickiewicz University, Poland) Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტთან (Faculty of Political Science and Journalism AMU) შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე: International Relations (Undergraduate)/ (Graduate); Journalism and Mass Communication  (Graduate). კონკრეტული სალექციო კურსების შესამოწმებლად, გთხოვთ იხელმძღვანელეთ შესაბამისი დოკუმენტებით. 

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა  უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან;
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე: 

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • 1 სამოტივაციო წერილი
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან

 

  არ განიხილება განაცხადებირომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 27 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

 შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ; 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროქტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.

 

 გისურვებთ წარმატებას!