ვორკშოპი ანტიკორუფციული რეფორმები საქართველოში

14 ნოემბერი 2024

14 ნოემბერს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის პროექტის ფარგლებში - “საჯარო მმართველობის პროგრამების გაძლიერება კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში” ჩაატარებს ვორქშოფს თემაზე: „ანტიკორუფციული რეფორმები საქართველოში.“

 

ვორქშოპი შეეხება საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის რეფომებს. კერძოდ, რა მთავარი მიღწევები, გამოწვევები და საჭიროებები აქვს ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. როგორია ქვეყნის რეფორმების საერთაშორისო შეფასებები. ასევე განიხილება ევროკავშირის რეკომენდაციები საქართველოსთვის კორუფციასთან ბრძოლისა და კარგი მმართვლეობის რეფორმების კუთხით და მათი შესრულების პროგრესი.

 

საჯარო მმართველობის პროგრამების სტუდენტებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე.

 

ტრენერი/ფასილიტატორი: გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ტრენერის ბიოგრაფია.

 

პროექტის მხარდამჭერია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა. პროექტის მიზანია მაღალკვალიფიციური საჯარო მმართველობის პროგრამის კურსდამთავრებულების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე ცოდნა და უმაღლესი პროფესიული სტანდარტები. პროექტის აქტივობები ითვალისწინებს კურიკულუმისა და სილაბუსების განახლებას, პროფესიულ სემინარებს და ახალგაზრდულ კონფერენციას.