Skilltape არის ტალანტების პლატფორმა, რომელიც გაყიდვების, მარკეტინგისა და ფინანსების სფეროს პროფესიის ადამიანებს აერთიანებს.
მათი მთავარი მიზანია, კომპანიებისთვის კანდიდატის შერჩევის დრო 1,5 თვიდან 3-4 საათამდე შეამცირონ. ასევე, მიეცეთ საშუალება მეტი სიზუსტით შეარჩიონ გუნდის წევრი, რომელიც კომპანიის კულტურას გაიზიარებს.
სტარტაპი რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია, ასევე გეგმავს მოიპოვოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტი.