კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2017 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა პარტნიორმა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.
ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2017 წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
- გამოყენებით სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (SMK), ლიტვა (https://www.smk.lt/ )- Tourism and Hotels; Programming and Multimedia; International Marketing and Branding; International Business; Audiovisual Production; International business and Communication; Creative and Entertainment Industries; Public Relations; Transport and Logistics Business; Fashion Marketing; Catering Business; Law; International Trade and Customs Logistics; Advertising Creation.
- კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი (http://www.tuke.sk/) - Business Administration, Social Sciences, Governance.
- რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა, ლატვია (http://www.rgsl.edu.lv/en/ )- Law (International commercial Law, Contract Law); International Relations (“Foreign Policy Analysis” or “Theory of International Relations” );
- კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი (http://www.uek.krakow.pl/ )- Business and Finance;
- ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლონეთი (http://www.mwsl.eu/ )- Management and Administration, Transport services;
- ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია (https://www.uni-lj.si/ )- Economics, Int. Business, Marketing.
- ბაბეშ- ბოლაის უნივერსიტეტი, რუმინეთი (http://www.ubbcluj.ro/ro/ )- Business Administration, Tourism, Governance, Communication and
- ვილნიუსის ბიზნეს სკოლა, ლიტვა (http://www.vm.vu.lt/ ) - Business and Administration.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
- EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3);
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუაშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან.
არ განიხილება განაცხადები, რომელიც:
- წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
- წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად.
კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2017 წლის 30 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
გისურვებთ წარმატებებს!