საზაფხულო სკოლა ამერიკაში (Emory University)

15 მაისი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას ემორის უნივერსიტეტის (Emory, Atlanta, Georgia USA) საზაფხულო პროგრამაზე.

 

  • 23 ივლისი- 4 აგვისტო, 2018 წელი (2 კვირა)

 

პროგრამის ღირებულება: 2320$

 

ღირებულებაში შედის:

 

  • სწავლება
  • საცხოვრებელი ფართი, 
  • დაზღვევა და ვიზიტები შესაბამის ორგანიზაციებში, რომელიც პროგრამითაა გათვალისწინებული.

 

  • 23 ივლისი- 12 აგვისტო, 2018 წელი (3 კვირა)

 

პროგრამის ღირებულება: 3260$

 

ღირებულებაში შედის:

 

  • სწავლება
  • საცხოვრებელი ფართი, 
  • დაზღვევა და ვიზიტები შესაბამის ორგანიზაციებში, რომელიც პროგრამითაა გათვალისწინებული.

 

შენიშვნატრანსპორტირებისკვებისა და აშშ-ის ვიზის თანხებს მსურველი დაფარავს თავად.

 

სამუშაო ენა: ინგლისური

 

ემორის საზაფხულო სკოლის პროგრამა გთავაზობთ შემდეგ სასწავლო კურსებს:

 

  • American Legal Analysis
  • Contracts
  • Business Law
  • International Law
  • Constitutional Law
  • Torts
  • Criminal Law
  • Real Property
  • Intellectual Property
  • Trial Skills

 

სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შემოთავაზებული კურსებიდან, მონაწილეს უფლება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი.

 

სასწავლო კურსებს უძღვებიან ამერიკაში ერთ-ერთი პრესტიჟული და მაღალრეიტინგული ემორის უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესორები.

 

ემორის საზაფხულო სკოლა პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს სთვაზობს სასწავლო ტურებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ექსკურსიებს ატლანტაში.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ემორის უნივერსიტეტის სერტიფიკატები.

 

პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ემორის უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსი/კურსები ჩაეთვალოთ თავისუფალ კრედიტად/კრედიტებად კავკასიის უნივერსიტეტში დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი#1)
  • CV (იხ.დანართი#2)
  • უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა

 

იხილეთ ბროშურა

 

კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 15 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ir@cu.edu.ge

                                   

საკონტაქტო პირი

ლაშა ჭელიძე

საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი

სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

მობ: +995 555 14 44 22

ელფოსტა: lchelidze@cu.edu.ge

ოთახი - B25