საზაფხულო სკოლა ამერიკაში (Emory Law School)

15 თებერვალი 2016

მდებარეობა: Emory University School of Law (USA, Georgia, Atlanta,)

 

  • 4 ივლისი- 22 ივლისი, 2017 წელი (3 კვირა)

 

პროგრამის ღირებულებაა 3260$

 

ღირებულებაში შედის: სწავლება, საცხოვრებელი ფართი, დაზღვევა და ვიზიტები შესაბამის ორგანიზაციებში, რომელიც გათვალისწინებულია პროგრამით.

 

  • 11 ივლისი- 22 ივლისი, 2017 წელი ( 2 კვირა)

 

პროგრამის ღირებულებაა 2320$

 

ღირებულებაში შედის: სწავლება, საცხოვრებელი ფართი, დაზღვევა და ვიზიტები შესაბამის ორგანიზაციებში, რომელიც გათვალისწინებულია პროგრამით.

 

შენიშვნა: ტრანსპორტირების, კვებისა და აშშ-ის ვიზის თანხებს მსურველი დაფარავს თავად.

 

სამუშაო ენა : ინგლისური

 

ემორის  საზაფხულო სკოლის პროგრამა   იწყება 2017 წლის ივლისში, რომელიც სამართლისა და ბიზნესის მიმართულებით გთავაზობთ შემდეგ სასწავლო კურსებს:

 

  • American Legal Analysis
  • Contracts
  • Constitutional Law
  • Torts
  • Criminal Law
  • Property
  • International Human Rights
  • International Business
  • Intellectual Property
  • Trial Skills

 

სასწავლო პროგრამის  ფარგლებში შემოთავაზებული კურსებიდან  მონაწილეს   უფლება აქვს აირჩიოს  მისთვის სასურველი.

 

სასწალო კურსებს უძღვებიან ამერიკაში ერთ-ერთი პრესტიჟული და მაღალრეიტინგული ემორის უნივერსიტეტის, მაღალკვალიფიციური  პროფესორები.

 

პროგრამის ფარგლებში ემორის საზაფხულო სკოლა სტუდენტებს სთვაზობს  სასწავლო ტურებს, პრაქტიკულ სემინარებსა  და ექსკურსიებს  ქ. ატლანტაში.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს  გადაეცემათ  ემორის  უნივერსიტეტის სერტიფიკატები.  

 

ემორის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილე  სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ, ემორის უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსი/კურსები ჩაეთვალოთ  კრედიტად/კრედიტებად კავკასიის უნივერსიტეტში დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის  სტუდნტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

  • პირადობის მოწმობის
  • პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • CV (იხ.დანართი #2)
  • უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა

 

რეგისტრაციის  ბოლო ვადაა 2017  წლის 15 თებერვალი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის  შეგიძლიათ მიმართოთ:

 


სოფიო შენგელია
სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
ტელ.: (+995 32) 2 37 77 77 / 194
მობ: (+995) 599 777 104 
ელ-ფოსტა: sshengelia@cu.edu.ge