გაცნობებთ, რომ ჰამბურგის უნივერსიტეტის, გერმანია (University of Hamburg, Germany) მშვიდობის კვლევისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი აცხადებს მიღებას სამწლიან ანაზღაურებად პროგრამაზე - ადგილობრივი მშვიდობა ცენტრალურ ევრაზიაში: მშვიდობის ფორმირების შესწავლა ჩვეულებრივ და მფარველობით კონტექსტში.
ჩასატარებელი სამუშაოები:
- დაინტერესებული პირი მზად არის განახორციელოს ეთნოგრაფიული საველე სამუშაოები ორ შერჩეულ კვლევით ადგილზე (ერთი სოფლის/ერთი ქალაქის) საქართველოსა და ყირგიზეთში.
- დაინტერესებული პირი მზად არის უხელმძღვანელოს საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ამოცანებს საველე სამუშაოების ფარგლებში;
- დაინტერესებული პირი მზად არის გაუწიოს კოორდინირება საველე სამუშაოებს და საჭიროების შემთხვევაში დეტალების განსახილველად ჩაერთოს როგორც ონლაინ მოლაპარაკებებში ასევე ადგილზე, ჰამბურგის უნივერსიტეტში.
- დაინტერესებული პირი მხარს უჭერს გუნდის ხელმძღვანელს და კოლეგებს პროექტის საერთო მიზნებისა და სამოქმედო გეგმის მიღწევაში.
- დაინტერესებულმა პირმა უნდა შეადგინოს ერთი ნაშრომი ჩატარებულ საველე სამუშაოზე და შეიტანოს წვლილი ორ თანაავტორულ ნაშრომში, ლოკალური მშვიდობის ფორმირების პრობლემებსა და მშვიდობის ინტერდისციპლინურ კვლევებზე. ყველა ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს საერთაშორისო ჟურნალებში.
- დაინტერესებული პირი, კოლეგებთან ერთად წარადგენს დასკვნებს საერთაშორისო კონფერენციაზე.
მონაწილეობის კრიტერიუმები:
- დოქტორის ხარისხი სოციალურ ანთროპოლოგიაში, ეთნოგრაფიულ ორიენტირებულ სოციოლოგიაში ან ადამიანის გეოგრაფიაში.
- მუშაობის გამოცდილება ეთნოგრაფიულ საველე სამუშაოებში კავკასიის ან ცენტრალური აზიის მიმდებარე ტერიტორიებზე;
- ღრმა ცოდნა კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენების შესახებ ყირგიზეთში ან საქართველოში ან მეზობელ სახელმწიფოში კავკასიაში ან ცენტრალურ აზიაში;
- დაინტერესება/ცოდნა მონაწილეობითი კვლევის მეთოდების შესახებ და კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის მზადყოფნა შესაბამის კვლევით ადგილებში;
- დაინტერესება/ცოდნა ლიტერატურასა და აკადემიურ დებატებში საერთაშორისო მშვიდობის მშენებლობის პრობლემებზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ინტერდისციპლინურ თანამშრომლობაზე, სოციალურ წესრიგებზე, მშვიდობის ფორმირებასა და ადამიანთა უსაფრთხოებაზე;
- დაინტერესებულ პირს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს საავტორო ან თანაავტორული ნამუშევრები წიგნებსა ან ჟურნალებში.
- ინგლისური ენის ცოდნა - როგორც წერითი ასევე ვერბალური.
- ადგილობრივი ენების ცოდნა (ყირგიზული ან ქართული)
- კომუნიკაციის და როგორც გუნდური ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პროგრამის ფარგლებში მონაწილე პირი მიიღებს ყოველთვიურ ანაზღაურებას სტიპენდიის სახით: 700€
პროგრამა ასევე ანაზღაურებს ფრენისა და განთავსების ხარჯებს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, პროგრამის ორგანიზატორებს მიაწოდოთ ელექტრონულ მისამართზე kreikemeyer@ifsh.de შემდეგი ინფორმაცია PDF ფორმატში 27 მარტამდე:
- სამოტივაციო წერილი;
- რეზიუმე
- საკონტაქტო ინფორმაცია
- კვლევითი ნამუშევრები (სურვილის შემთხვევაში)
- პასუხი კითხვაზე - როგორ წარმოგიდგენიათ ეთნოგრაფიული და მონაწილეობითი კვლევის მოქმედება საქართველოსა თუ ყირგიზეთში ადგილობრივი მშვიდობის ფაქტორებზე?
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.