ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამა ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან

2 მარტი 2021

დაიწყო განაცხადების მიღება 2021 წლის შემოდგომის სემესტრისთვის, ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივ საბაკალავრო პროგრამაზე.

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მე-3 კურსის პირველი სემესტრის (მე-5 სემესტრის), მარკეტინგის სპეციალიზაციის სტუდენტებს (გეგმავს რომ მარკეტინგის სპეციალიზაციით განაგრძოს სწავლა)

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • რეზიუმე (იხ. Europass-ის ფორმატი);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი(IELTS–6.0; TOEFL-78);
  • გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • ნიშნების ფურცელი;
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2021 წლის 15 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge.  

 

გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის შემოდგომის სემესტრისთვის შერჩეული სტუდენტები გამონაკლისის სახით, პარტნიორ უნივერსიტეტში არ გადაიხდიან სწავლის საფასურს. აღნიშნული გამონაკლისი დაწესდა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინებით. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, სტუდენტი ფარავს ყველა საჭირო ხარჯს გარდა მიმღები უნივერსიტეტის სწავლის საფასურისა (გამგზავრება, ცხოვრება და დაზღევა). უნივერსიტეტის დამთავრებისას სტუდენტს ხარისხს ანიჭებს, როგორც კავკასიის უნივერსიტეტი, ისე პარტნიორი უნივერსიტეტი. სტუდენტს პარტნიორ უნივერსიტეტში წარმატებით გავლილი საგნების კრედიტები ჩაეთვლება კავკასიის უნივერსიტეტში დაგროვილ კრედიტებად. 

 

პარტნიორი უნივერსიტეტის მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს. 

 

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, B25.