ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამა გრენობლის მენეჯმენტის სკოლასთან (საფრანგეთი)

2 მარტი 2021

დაიწყო განაცხადების მიღება გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივ საბაკალავრო პროგრამაზე  2021-2022 წლის აკადემიური წლისთვის.

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც განაცხადის გაკეთების დროს დაგროვებული აქვთ 120 ECTS კრედიტი (90 კრედიტი უნდა იყოს ბიზნესთან დაკავშირებული საგნები).

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის ბიზნესის სკოლის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
  • ფოტოსურათი (3X4)
  • სკოლის ატესტატი
  • რეზიუმე (იხ. Europass-ის ფორმატი);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – TOEFL, CPE, PTE);
  • ნიშნების ფურცელი;
  • 3 სამოტივაციო ესე (იხ. თითოეული ესეს კითხვა)
  • 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (სარეკომენდაციო წერილის ელექტრონული ფორმა გაეგზავნებათ უშუალოდ გრენობლის სკოლიდან)
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინ. 5 თვიანი სტაჟირება)

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2021 წლის 15 აპრილის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

ფინანსური საკითხები

 

კავკასიის უნივერსიტეტის შიდა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, იმისათვის, რომ სტუდენტის კანდიდატურა ოფიციალურად იქნეს ნომინირებული პარტნიორ უნივერსიტეტში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში უნდა გადაიხადოთ სააპლიკაციო მოსაკრებელი, რომელიც შეადგენს 98 ევროს. 

 

ერთი წლის სწავლის საფასური, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა უნდა დაფაროს გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში შეადგენს 10485 ევროს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, სტუდენტი ფარავს ყველა საჭირო ხარჯს მიმღები უნივერსიტეტის სწავლის საფასურთან ერთად (გამგზავრება, ცხოვრება და დაზღევა). უნივერსიტეტის დამთავრებისას სტუდენტს ხარისხს ანიჭებს, როგორც კავკასიის უნივერსიტეტი, ისე პარტნიორი უნივერსიტეტი. სტუდენტს პარტნიორ უნივერსიტეტში წარმატებით გავლილი საგნების კრედიტები ჩაეთვლება კავკასიის უნივერსიტეტში დაგროვილ კრედიტებად. 

 

პარტნიორი უნივერსიტეტის მოთხოვნებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

 

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, B25.