საერთაშორისო კონფერენცია - Gadjah Mada University 2025

6 თებერვალი 2025

გაცნობებთ, რომ გაჯა მადას უნივერსიტეტი, ინდონეზია (Universitas Gadjah Mada, Indonesia) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (FEB) დაინტერესებულ პირებს იწვევს ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 26-27 ივნისს, 2025 ბალიზე, ინდონეზიაში.

 

კონფერენციის მთავარი თემა: მდგრადი განვითარება და ანგარიშვალდებულება განვითარებად ეკონომიკაში. კონფერენციაზე წარსადგენი კვლევების დეტალური ჩამონათვალის სანახავად,  გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აკადემიურ პერსონალსა და ასევე სტუდენტებს, ვინც დაინტერესებულნი არიან მდგრადობისა და ეკონომიკის დარგით. 

 

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და ატვირთონ წარსადგენი ნაშრომი. ასევე, მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაჯავშნონ ადგილი მითითებული ბმულის მეშვეობით.

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 28 თებერვალი, 2025.

 

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს ან დაუკავშირდეთ კონფერენციის საკონტაქტო პირს მითითებულ მეილის მისამართზე: AAEE@essex.ac.uk

 

გისურვებთ წარმატებას!