გაცნობებთ, რომ PAR გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ხორვატია, (PAR University of Applied Sciences, Croatia) იწყებს განაცხადების მიღებას ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში - ლიდერთა საერთაშორისო კონფერენცია 2025.
2025 წლის კონფერენციის მთავარი თემაა - ბიზნესი და საჯარო სექტორები. მონაწილეებს ეძლევათ საშუალება გაუზიარონ იდეები აკადემიურ საზოგადოებას და მონაწილეობა მიიღონ საინტერესო დისკუსიებში.
კონფერენცია გაიმართება 21 მარტს, 10:00 საათზე (ხორვატიის დროით), ქალაქ ოპატიჟაში.
პროგრამაში მონაწილეობის საფასური:
- სტუდენტის სტატუსით რეგისტრაცია უფასოა;
- სტუმრის სტატუსით დასწრების საფასური - 100 ევრო;
- ნაშრომის წარმდგენი მონაწილისთვის საფასური - 210 ევრო.
*გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მონაწილე ფარავს კონფერენციაში მონაწილეობისთვის ყველა საჭირო ხარჯს.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ონლაინ პლატფორმაზე და ატვირთონ აბსტრაქტი. რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 1 მარტი, 2025.
ვრცლად კონფერენციის შესახებ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@par.hr
გისურვებთ წარმატებას!