გაცნობებთ, რომ რენის ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი, (Rennes School of Business, France) კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას 2025 წლის საზაფხულო პროგრამაზე, რენში.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო, სტუდენტი მხოლოდ იხდის პროგრამის ადმინისტრაციულ მოსაკრებელს, რომელიც შეადგენს - 90 ევროს (რომელიც უკან არ ბრუნდება).
პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მგზავრობის, სამოგზაურო დაზღვევის, საცხოვრებლისა და პირადი ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია 3 სალექციო კურსი:
- Consumer Behaviour in Digital World: 3 - 13 ივნისი, 2025;
- Sustainable Business: 17 - 27 ივნისი, 2025;
- Cross-Cultural Management: 18-27 ივნისი, 2025.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც დახურული აქვთ ბაკალავრიატის საფეხურის პირველი წელი.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით მოცემულ მეილის მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0);
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
- მოქმედი პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.
აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.
დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა - 11 აპრილი, 2025.
პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ECTS კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში, პროგრამული შესაბამისობის დადგენა გამგზავრებამდე ხდება სკოლის ადმინისტრაციასთან.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ECTS კრედიტების აღიარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი პროგრამის დასრულების შემდეგ წარმოადგენს ნიშნების ფურცელს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.
გისურვებთ წარმატებას!