გაცნობებთ, რომ IED ევროპის დიზაინის ინსტიტუტი, იტალია, აცხადებს აპლიკაციების მიღებას საზაფხულო პროგრამაზე - “The Glitch Camp”, რომელიც გაიმართება 2025 წლის 7-13 აპრილს ქალაქ მილანში.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დასწრებიან მილანის ყოველწლიურ საერთაშორისო დიზაინის კვირეულს და ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ქალაქი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- გაცნობითი სახის ვიდეო;
- სამოტივაციო წერილი (მაქს. 500 სიტყვა).
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მონაწილეების განთავსება, გთხოვთ ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ მითითებულ ბმულზე. დანარჩენ ხარჯებს მონაწილე ფარავს თავად.
აპლიკაციის შევსების საბოლოო ვადა: 30 მარტი, 2025.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს მოცემულ მეილის მისამართზე: iedcamp@ied.it
გისურვებთ წარმატებებს!