გაცნობებთ, რომ SMK გამოყენებით მეცნიერებათა კოლეჯი, ლიეტუვა, იწვევს მედიის ფაკულტეტის სტუდენტებს “ვიდეო მატარებლის” ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ფესტივალი გაიმართება 2025 წლის 20 მარტს, ვილნიუსში. დასწრება შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ რეჟიმშიც.
მონაწილეობის მსურველებმა, ინდივიდუალური ან ჯგუფური ნამუშევრები უნდა წარადგინონ და ატვირთონ ონლაინ პლატფორმაზე. წარსადგენი ვიდეო მასალა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე ან ინგლისური სუბტიტრებით. კონკურში მონაწილეობის შემდგომ, თითოეულ სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.
მონაწილეებს აქვთ საშუალება, სამ კატეგორიაში წარადგინონ ვიდეო ნამუშევრები:
- თხრობითი ვიდეო - გამოგონილი ან სცენარით შექმნილი მხატვრული, საგანმანათლებლო, მუსიკალური, სარეკლამო ვიდეო. მაქსიმალური ხანგრძლივობა - 10 წუთი. რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს;
- დოკუმენტური ვიდეო - არამხატვრული საგანმანათლებლო, სარეკლამო ან მუსიკალური ვიდეო, მაქსიმალური ხანგრძლივობა - 10 წუთი. რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს;
- “Lumiere Brothers” ვიდეო - ვიდეო შთაგონებული უნდა იყოს ძმები ლუმიერების ადრეული ნამუშევრების მიხედვით, მაქსიმალური ხანგრძლივობა - 50 წუთი. რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ მსურველებს შეუძლიათ ნამუშევრის მხოლოდ ერთ კატეგორიაში წარდგენა. ნამუშევრის გაგზავნის საბოლოო ვადა: 10 მარტი, 2025.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ კონკურსის საკონტაქტო პირს მოცემულ მეილის მისამართზე: raimondas.paskevicius@smk.lt
გისურვებთ წარმატებას!