როგორ შევიტანოთ განაცხადი

ყველა კანდიდატი უნდა იყოს კვალიფიცირებული და ნომინირებული საკუთარი უნივერსიტეტის მიერ. როდესაც ნომინირების პროცესი დასრულდება, ყველა ნომინანტს კავკასიის უნივერსიტეტის კოორდინატორები დაუკავშირდებიან დამატებითი ინფორმაციისთვის.

 

ყველა დოკუმენტი უნდა წარედგინოს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს ელ. ფოსტაზე: ir@cu.edu.ge  

 

  • ნომინირების წერილი თქვენი კოორდინატორისგან
  • პასპორტის ასლი
  • მობილობის შეთანხმების ფორმა

 

ყველა ნომინაცია მიღებულ უნდა იქნეს მობილობამდე 3 თვით ადრე.

 

კვირაში სწავლების საათების რაოდენობაა 8.