„Erasmus+"- ის მობილობის პროგრამის ფარგლებში, კრედიტების დაგროვების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა შეუძლია იმ სტუდენტს, რომელიც ირიცხება კავკასიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურებზე და აკმაყოფილებს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
წამსვლელი სტუდენტები
პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები:
- სტუდენტებს უნდა ქონდეთ ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (IELTS- 6.0; TOEFL-78)
- სტუდენტებს უნდა ქონდეთ მიმდინარე GPA მინიმუმ 3.0
- ბაკალავრიატის სტუდენტებს წარმატებით უნდა ქონდეთ დამთავრებული პირველი აკადემიური წელი კავკასიის უნივერსიტეტში
- ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქოტორანტურის სტუდნტები არ უნდა იყვნენ დამამთვრევრებელ სემესტრში
პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- ბაკალავრიატის II, III ან IV კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს
- მაგისტრატურის II კურსის სტუდენტებს
- დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს
პროგრამაში მონაწილეობა არ შეუძლია:
- სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ “F” შეფასება ნიშნების ფურცელში
- სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება კავკასიის უნივერსიტეტში
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხონებს
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ “Erasmus Mundus”-ის ან “Erasmus+”-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა
- CV ევროპასის ფორმით
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (IELTS მინიმალური 6.0 /TOEFL - 78)
- ნიშნების ფურცელი
- სამოტივაციო წერილი (როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი - ინგლისური ვერსია)
- 1 სარეკომენდაციო წერილი
- ეკონომიურ, სოციალურ ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემ(ებ)ის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
-
წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტი
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
- სტუდენტების საბოლო შერჩევა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდნეტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება
- კონკურსში უპირატესობა ენიჭება იმ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და ფლობს ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატს (IELTS/TOEFL)
პროგრამა სრულად აფინანსებს მონაწილის სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება მიმღები ქვეყნის შესაბამისად:
დანია, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია - 850 ევრო
ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, ხორვატია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია, ისლანდია, თურქეთი - 800 ევრო
ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, მაკედონია - 750 ევრო
მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად. მანძილის გამოსათვლელად იხელეთ:
Travel Distance Calculator:
Travel distances Top-up amounts
Between 10 and 99 KM: 20 EUR per participant
Between 100 and 499 KM: 180 EUR per participant
Between 500 and 1999 KM: 275 EUR per participant
Between 2000 and 2999 KM: 360 EUR per participant
Between 3000 and 3999 KM: 530 EUR per participant
Between 4000 and 7999 KM: 820 EUR per participant
8000 KM or more: 1300 EUR per participant
შენიშვნა: აღნიშნული სტიპენდიის და მგზავრობის ლიმიტები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული უნივერსიტეტის ეროვნული რეგულაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე