საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებთან

20 თებერვალი 2023

20 თებერვალს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებსა და ხარისხის მაძიებელ იმ უცხოელ სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყებენ.

 

აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიურ სემესტრს საფრანგეთის, ავსტრიის, პოლონეთის, გერმანიის, ყირგიზეთისა და ინდოეთის  წამყვანი პარტნიორი  უნივერსიტეტების სტუდენტები გაატარებენ.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ხარისხის მაძიებელი სტუდენტების ნაწილიც ესწრებოდნენ, რომლებიც  ბიზნესის ადმინისტრირების, კომპიუტერული მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე ირიცხებიან.

 

საორიენტაციო შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთოების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ.

 

აგრეთვე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ (სტუდენტური სამსახურისა და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის).