კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანის ვიზიტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში, საფრანგეთი

21 ნოემბერი 2022

14-18 ნოემბერს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, ლილის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა, საფრანგეთი (Lille Catholic University, France) კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანს, ელენე ჯღარკავას უმასპინძლა.

 

მობილობის ფარგლებში, ერთკვირიანი, ინტენსიურ ლექციათა ციკლი დაიგეგმა ბრენდის მართვის (Brand Management) კურსის ფარგლებში, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მეცნიერების ფაკულტეტის (FGES) როგორც საბაკალავრო, ასევე მაგისტრატურის საფეხურის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებისთვის.

 

მობილობა სრულად დაფინანსდა Erasmus+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

აღსანიშნავია, რომ ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია საფრანგეთში. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.