მონაწილეობის პირობები

საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს; მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტებს. სტუდენტები მზადებას უნდა შეუდგენ მინიმუმ ერთი სემესტრით ადრე.

 

საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აქტიური სტუდენტის ნიშნების ჯამური საშუალო შეწონილი (GPA მინიმუმ 3.0) უნდა ემთხვეოდეს ან მეტი უნდა იყოს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე, სწავლების თითოეული ეტაპის ბოლოს.

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  1. მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 3.0)
  2. ინგლისურის ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS 6.0; TOEFL 78)
  3. პრეზენტაციული უნარ-ჩვევები

 

CU-ს სტუდენტები პარტნიორ უნივერსიტეტში დამატებით სწავლის საფასურს არ იხდიან.

 

სტუდენტი ფარავს ყველა საჭირო ხარჯს გარდა მიმღები უნივერსიტეტის სწავლის საფსურისა (გამგზავრება, ცხოვრება და დაზღევა). უნივერსიტეტის დამთავრებისას სტუდენტს ხარისხს ანიჭებს კავკასიის უნივერსიტეტი და არა პარტნიორი უნივერსიტეტი. სტუდენტს, პარტნიორ უნივერსიტეტში წარმატებით გავლილი საგნების კრედიტები ჩაეთვლება კავკასიის უნივერსიტეტში დაგროვილ კრედიტებად.