საჯარო ლექცია თემაზე - ყურადღების ციფრული ეკონომიკა

19 ნოემბერი 2024

16 ნოემბერს, კომპანია ოტო მოტორსის მხარდაჭერით,  კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - ყურადღების ციფრული ეკონომიკა.

 

ლექცია ჩაატარა ციფრული მარკეტინგის ექსპერტმა ტატო ნორაკიძემ.

 

შეხვედრაზე საუბარი იყო, თუ რა არის ციფრული ეკონომიკა, როგორ შეიცვალა ბიზნესები ციფრულ სამყაროში, რა შეიცვალა კომუნიკაციაში, რა არხები და სად რომელი ტიპის კონტენტია რელევანტური.

 

ლექციაზე ისაუბრეს ასევე იმ ბიზნესებზე, რომლებმაც ვერ აუწყვეს ფეხი ციფრულ მიმართულებას და გაკოტრდნენ, და რა იყო გაკოტრების მიზეზი.