ემირ ეთერია კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელია.
მას აკადემიური საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს: 2002 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2011 წლიდან ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში. 2012-2013 წლებში იყო მიწვეული მკვლევარი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში (აშშ).
ემირ ეთერიას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2002-2018 წლებში მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში (2005-2017 წლები) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (2002-2005 წლები, 2018 წელი).
ემირ ეთერიას ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2003 წელი).
