გვანცა ბესელია არის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის მოწვეული ლექტორი.
2016 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2025 წლიდან ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში. გვანცა ბესელიას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის 17 წლიანი, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმირებისა და საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით 10 წლიანი გამოცდილება.
2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში, ხოლო 2015-2024 წლებში საჯარო სამსახურის ბიუროში. გვანცა ბესელია სამართლის დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (შპაიერი) 2023 წელს.
