პროფესორი ცხადაია კავკასიის უნივერსიტეტში 2014 წლიდან ასწავლის – თავდაპირველად მოწვეული ლექტორის, ხოლო ამჟამად აფილირებული პროფესორის სტატუსით და ასევე არის სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძრვანელი. იგი კითხულობს კურსებს პოლიტიკურ ფილოსოფიასა და იდეოლოგიებში, პოლიტიკური მეცნიერების შესავალსა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში. ამჟამად პროფესორი ცხადაია ხელმძღვანელობს ჟან მონეს მოდულს „ევროპული ღირებულებები და იდეოლოგიები“, რომელიც ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროფესორ გიორგი ცხადაიას კვლევის ძირითადი სფერო პოლიტიკური ფილოსოფიაა – კერძოდ, ლეგიტიმურობისა და დემოკრატიის თეორიები. ამჟამად ის მუშაობს კონტინენტური და ანგლო-ამერიკული ფილოსოფიის ტრადიციების კვეთაზე, რათა გადაჭრას ლიბერალური სახელმწიფოს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული საკითხები.
პროფესორი ცხადაია ასევე დაინტერესებულია პოლიტიკური და სოციალური ფენომენების შესწავლის დისკურს-თეორეტიკული მიდგომებით. თავის ერთ-ერთ სტატიაში ის აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენება საერთაშორისო რეიტინგები დემოკრატიული ლეგიტიმურობის ასაგებად. ამასთან, პროფესორი ცხადაია განსაკუთრებით დაინტერესებულია ავტომატიზაციის დისკურსების ანალიზით.
პროფესორმა ცხადაიამ პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში დოქტორის ხარისხი 2020 წელს დაიცვა პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტში, ბარსელონაში, ესპანეთში. მისი დისერტაცია იკვლევდა დერიდა-ჰაბერმასის დებატებს და მის გავლენას ჭეშმარიტების, ტოლერანტობისა და სეკულარიზმის ჩვენეულ გაგებაზე.
