ბიოგრაფია

შორენა კახიძე, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული პროფესორია. მას აკადემიური საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს: 2001 წლიდან საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კითხულობს ლექციებს საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტირების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის  მიმართულებით. 2013 წლიდან ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტში, 2016-2020 წლებში იყო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.

 

შორენა კახიძე არის საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი. სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, კანტის აკადემიის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)-ის, UNDP-ის, GIZ-ის, EPRC-ის, EECMD-ის, PMCG-ის, UN WOMEN-ის, სამოქალაქო იდეის, ჯეპრას ტრენერი საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტირების საკითხებზე. ის აგრეთვე არის საჯარო ფინანსების მართვასთან და ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი.

 

შორენა კახიძეს ასევე აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2001-2003 წლებში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, 2004-2007 წლებში იკავებდა აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის პოზიციას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ხოლო 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში, საიდანაც 8 წელი ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ოფისს, ხოლო 9 წელია არის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი. 2022 - 2024 წლებში პარალელურად იყო საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის ადგილობრივი მრჩეველის პარტნიორი, მმართველი კომიტეტის წევრი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მიღებული აქვს ერთდროული ფულადი ჯილდო სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის.

 

შორენა კახიძეს გავლილი აქვს საჯარო ფინანსების მართვასთან, ბიუჯეტირებასთან, როგორც საგადასახადო, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაკავშირებული ტრენინგები და სასწავლო კურსები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მ.შ. აშშ-ს კონგრესში, ნიდერლანდების პარლამენტში, პოლონეთის ფინანსთა სამინისტროში, გერმანიის საჯარო ფინანსების მართვის აკადემიაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში, სლოვენიის ფინანსების მოწინავე გამოცდილების სასწავლო ცენტრში, ლეიდენის სამართლის სკოლაში, ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკისა და ფინანსების ეროვნულ აკადემიაში. არის NDI-ის მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის კურსდამთავრებული.

 

შორენა კახიძეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2009 წელს მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი, 2003 წელს - ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2001 წელს კი - ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მენეჯერის კვალიფიკაციით.

 

სწავლის პერიოდში, როგორც ახალგაზრდა მეცნიერმა მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია, გახდა კორპორაცია მიცუბიშის საერთაშორისო სტიპენდიანტი, ასევე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების მრავალგზის გამარჯვებული.