პროგრამის სტრუქტურა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს. პირველი კურსი 60 ECTS კრედიტი, მეორე კურსი 62 ECTS კრედიტი, მესამე კურსი 58 ECTS კრედიტი, მეოთხე კურსი 60 ECTS კრედიტი. პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 20 სასწავლო კვირას, შესაბამისად, სასწავლო წელი დაგეგმილია 40 კვირაზე. 1 ECTS კრედიტი უდრის 25 საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო დატვირთვის დროს, ასევე მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს (შუალედური და დასკვნითი შეფასებისათვის, აგრეთვე საშინაო დავალების მომზადებისათვის განკუთვნილ დრო). 

 

პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს უფლება აქვს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების მიზნით სწავლა განაგრძოს დამატებითი სემესტრების (არა უმეტეს 4 სემესტრისა) განმავლობაში, სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებით. 

 

პროგრამა სტრუქტურულად დაყოფილია საუნივერსიტეტო სავალდებულო 62 ECTS კრედიტი, საუნივერსიტეტო არჩევითი 5/10 ECTS  კრედიტი (10 ECTS  კრედიტი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკით ჩაირიცხნენ პროგრამაზე)  თავისუფალი კომპონენტის (თავისუფალი კრედიტი) 15 ECTS კრედიტი და ბიზნესის ადმინისტრირების სავალდებულო 158 ECTS  კრედიტის სასწავლო კურსებად.

 

თავის მხრივ ბიზნესის ადმინისტრირების სავალდებულო სასწავლო კურსები იყოფა:

 

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაზისო 128 ECTS კრედიტი და არჩევითი სპეციალობის მოდულის (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა) 30 კრედიტი სავალდებულო სასწავლო კურსებად. არჩეული სპეციალობის მოდულის სასწავლო კურსების გავლა სტუდენტს მეშვიდე სემესტრიდან უწევს.

 

  • პროგრამის ფარგლებში სტუდენტს საშუალება ეძლევა ცალკეული სასწავლო კურსები გაიაროს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტ(ებ)ში. გავლილი სასწავლო კურსებისა და კრედიტების აღიარების საკითხი გადაწყდება კანონმდებლობით, აგრეთვე უნივერსიტეტში დადგენილი წესით.

 

 

 იხილეთ პროგრამა