სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები:
- მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა
- ინგლისური ენის გამოცდის B2 დონეზე ჩაბარება (ინფორმაცია გამოცდის შესახებ)
- მათემატიკის მისაღები ტესტის ჩაბარება (ინფორმაცია ტესტის შესახებ) (ტესტის ნიმუში)
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრება
სადოქტორო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- სააპლიკაციო ფორმა
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
- დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. აპლიკანტს დასრულებული უნდა ჰქონდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.
- დიპლომის დანართის/ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- მინიმუმ B2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან
- ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სხვა შემთხვევაში კონკურსანტი ვალდებულია ჩააბაროს ბიზნესის სკოლის B2 დონის მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში;
- კანდიდატის კვლევით ინტერესებთან თანმხვედრი კვლევითი თეზისი ინგლისურ ენაზე;
- შესაბამის სფეროში წინარე პუბლიკაციები ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე ;
- რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე.
- კონკურსანტი ვალდებულია ჩააბაროს ბიზნესის სკოლის მისაღები გამოცდა მათემატიკაში.
- კავკასიის ბიზნესის სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.
- ონლაინ რეგისტრაცია
* მიღების ვადები და პირობები მტკიცდება მიმღები კომისიის მიერ და ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- სადოქტორო პროგრამაზე საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 5 სექტემბერი 2025 წელი;
- საბუთები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად ელ. ფოსტის მისამართზე: mjinchveleishvili@cu.edu.ge
- ან ნაბეჭდი სახით შემდეგ მისამართზე: კავკასიის უნივერსიტეტი, პაატა სააკაძის 1;
- ინგლისური ენის გამოცდა: 13 სექტემბერი 2025 წელი;
- მათემატიკის გამოცდა: 13 სექტემბერი 2025 წელი;
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: 15 სექტემბერი 2025 წელი.
სწავლის საფასური და დაფინანსება:
- სამწლიანი სადოქტორო პროგრამის ღირებულება შეადგენს 13,500 ლარს.(უცხოეთის მოქალაქეებისთვის სწავლების საფასურის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ)
- სტუდენტები თანხას იხდიან სემესტრულად. ყოველ სემესტრში 2250 ლარს.
- პირველი წლის დასრულების შემდეგ წარჩინებულ დოქტორანტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ კავკასიის ბიზნესის სკოლის გრანტი 4,500 ლარის ოდენობით, შესაბამისად ამ გრანტით სრულად დაუფინანსდებათ მესამე წლის სწავლის გადასახადი;