განათლების პოლიტიკის ინიცირების პროცესის მიმდინარეობა

18 ოქტომბერი 2022

2022 წლის 13 ოქტომბერს, გაიმართა განათლების ინტერდისციპლინური უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს რიგით #4 სხდომა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა განათლების პოლიტიკის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის გუნდის მიერ არის ინიცირებული

 

რედაქტირებული დოკუმენტი საბჭოს სხდომის ყველა მონაწილის მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი და პროცესი შემდეგ ეტაპზე გადავიდა, კერძოდ მომდევნო ეტაპზე განხორციელდება აღნიშნული განათლების პოლიტიკის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვები.