20 ივლისს, პროექტის ფარგლებში პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში / ტექნოპარკში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,საკვანძო კომპეტენციები - STEM-ის სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე.’’ (პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სასკოლო განათლების დაწყებითი საფეხურის სისტემაში ჩართული ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებმა: პედაგოგიკის სტუდენტებმა, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელმა პედაგოგებმა, მშობლებმა, დირექტორებმა და ასევე დამსაქმებლებმა. მონაწილეებმა წარმოგვიდგინენ თავიანთ მოსაზრებები, გამოცდილება და ხედვები ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში - მონაწილეებს ჰქოდნათ კითხვების დასმისა და კომენტარების გაკეთების საშუალება.
პანელური დისკუსიის სპიკერები:
დამსაქმებელი - ლევან მოლაშვილი, საქართველოს ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
დირექტორი - ეკა თაბუაშვილი, სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქ. თბილისის #182 საჯარო სკოლის დირექტორი;
პედაგოგი - ანა კინწურაშვილი, სკოლა "ქორალი", ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების კლუბების ხელმძღვანელი;
მშობელი - ნუგზარ მიქაძე, აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის #42 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე;
სტუდენტი - სალომე ბეჟაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის განათლების სკოლა, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.
პანელური დისკუსიის მოდერატორები:
ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
ანა ვაშაყმაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
პანელური დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის განათლების სკოლის ვებ გვერდზე.
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.