დეკანის მისალმება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯის ვებ-გვერდზე

 

2011 წელს ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯი დაარსდა ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში, მაღალი დონის სემინარების, ინტენსიური მოწინავე პროგრამების კიბერუსაფრთხოებასა და ინფორმაციუილი დაზვერვის, ეთიკური ლიდერობისა და დიპლომატიასთან დაკავშირებულ სფეროებში სპეციალური კურსების ჩასატარებლად. მსოფლიოში ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციისა და ფართო თანამშრომლობის ქსელის შექმნის შემდეგ, ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯი 2017 წელს თბილისში მდებარე კავკასიის უნივერსიტეტთან გაერთიანდა, რათა ჩამოყალიბებულიყო უნიკალური და წინმსწრები პარტნიორობა.  ახლა იგი ამაყად იკავებს კავკასიის უნივერსიტეტის წევრი კოლეჯის ადგილს.

 

ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯი მიისწრაფის უზრუნველყოს მსოფლიო დონის განათლება, რომელიც ტრანსფორმაციული, მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი იქნება მონაწილეთა ფართო სპექტრისთვის. ჩვენი სემინარები და პროგრამები ტარდება ინტენსიურად და მიზნად აქვს ინტერაქტიული ფორმატის მოდულური სწავლება.

 

ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯში ამჟამად არის სამი სკოლა კიბერუსაფრთხოების, ლიდერობისა და დიპლომატიის სფეროებში. სკოლების პროგრამები ემსახურება გლობალური აუდიტორიის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი პროფესიული ცოდნის გაღმავებასა და არსებული ცოდნის დახვეწაში კიბერუსაფრთხოებისა და კვანტური გამოთვლების, ინფორმაციული ოპერაციებისა და მათთან დაკავშირებული დაზვერვის, ლიდერობის, ეთიკური გამოწვევებისა და დიპლომატიის ნიუანსებში. ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ეთიკაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმით, რომელიც მოიცავს მრავალ დისციპლინას.

 

ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯის საერთაშორისო გამოცდილება იყენებს ჩვენი გლობალური ფაკულტეტის, სტუმარი მომხსენებლების, გუბერნატორებისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრების გამოცდილებასა და აკადემიურ კვალიფიკაციას. ჩვენი ხელმძღვანელობა და სამეცნიერო საზოგადოების წევრები წარმოადგენენ 69 ქვეყანას და მოიცავენ სახელმწიფოს მეთაურებს (პრეზიდენტებსა და პრემიერ მინისტრებს), კაბინეტის დონის მინისტრებს, 45 ელჩს, 120 გენერალსა და ადმირალს, ასტრონავტებს საფრანგეთიდან და აშშ-დან (NASA), 100 ქირურგსა და ექიმს, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებსა და პროფესორებს, ბიზნესის ლიდერებსა და სხვა თავიანთი პროფესიის სათავეში მყოფ წარმატებულ პირებს.

 

ჩვენი კიბერუსაფრთხოების სკოლის მონაწილეები გაეცნობიან საგნობრივ ექსპერტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთი მთავრობების, სააგენტოებისა და კორპორაციების კიბერუსაფრთხოებისა და  სადაზვერვო აპარატების ხელმძღვანელობასა და მართვაზე.

 

ჩვენი ლიდერობის სკოლის მონაწილეები გაეცნობიან როგორც სასწავლო პროგრამებს, ასევე მათ საქმიანობაში გამოცდილ პროფესორებს. ლიდერობისა და მენეჯმენტის პროგრამებს ასწავლიან კორპორაციების აქტიური და ყოფილი პრეზიდენტები, აღმასრულებელი დირექტორები, გენერლები, ადმირალები და სხვა გამოცდილი ლიდერები, რომლებიც ეფექტური და ეთიკური ლიდერობის ფასდაუდებელ გამოცდილებას გაუზიარებენ მონაწილეებს.

 

ჩვენი დიპლომატიის სკოლის მონაწილეები მიიღებენ ფოკუსირებულ ინსტრუქტაჟს, რასაც ხშირად ასწავლიან ელჩები, უფროსი დიპლომატები, პოლიტიკური ლიდერები და მთავრობის აღმასრულებელი წევრები, რომლებიც უნიკალურ გამოცდილებასა გაუზიარებენ და შეუქმნიან პერსპექტივას  დიპლომატიის, მმართველობის, საჯარო ადმინისტრირების და არასამთავრობო საქმიანობის პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯი მონაწილეებს სთავაზობს გამომწვევ, სასიამოვნო და ღირებულ გარემოს. ჩვენი პროგრამების კურსდამთავრებულები რჩებიან აკადემიური ოჯახის მუდმივ წევრებად და შეძლებენ ჩვენთან თანამშრომლობით სარგებლობას, რომელიც სწრაფად ვითარდება კოლეჯში და ჩვენს პროფესიონალურ ქსელში საერთაშორისო დონეზე.

 

უფრო ფართო დონეზე, ჩვენ ვართ მეცნიერთა და პროფესიონალთა კოლეგიური საზოგადოება, ფოკუსირებული ფორმისა და თან მოქნილი აკადემიური პროგრამების ჩამოყალიბებაზე, რათა დავეხმაროთ უფროს პერსონალს ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო, კულტურული, პოლიტიკური და კომერციულ სამყაროებში მიზნებისკენ წინსვლაში. ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯი მიესალმება წამყვანი პროფესიონალების ინტერესს, რომლებსაც სურთ გამოიკვლიონ ადგილები და ფორუმები უფროსი ლიდერების, ტოპ მკვლევარებისა და სხვ. გასაერთიანებლად, მიზნების მიღწევის და იდეების გაცვლის მიზნით. კერძოდ, ჩვენ გთავაზობთ წვდომას ხელმძღვანელებთა და თანამოაზრეების საერთაშორისო ქსელთან და აკადემიურ თანაარსებობას მაღალი დონის უნივერსიტეტთან, რომელიც მდებარეობს სტრატეგიულად იმპერატიულ კავკასიის რეგიონში.

 

დაგვიკავშირდით თქვენ სასწავლო და პროფესიულ მისწრაფებებზე სასაუბროდ. ჩვენ ველით, როდის გვესტუმრებით კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯში და მის გლობალურ ოჯახსა და ქსელებში.

 

ერთად შორს წავალთ!

 

პროფესორი დავით კ.შიმპი, დოქტორი

დეკანი

კავკასიის უნივერსიტეტის ახალი ვესტმინსტერის კოლეჯი