CU სტუდენტური ექსკურსია ბაკურიანში

8 აპრილი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, 6, 7 და 8 აპრილს, სასტუმრო „Bakuriani Inn“-ში, მოეწყო სტუდენტური ექსკურსია ბაკურიანში.

 

ექსკურსიის ფარგლებში, სტუდენტებმა სხვადასხვა გასართობ-შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, როგორებიცაა: „CU რა? სად? როდის?“ და მუსიკალური თამაში „CU მელომანი“. გამარჯვებულ მონაწილეებს კი საჩუქრები კავკასიის უნივერსიტეტის მეგობარმა კომპანიებმა, ვოლტმა და ვაუჩიმ გადასცეს.ასევე, გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტისგან გამოყოფილი საჩუქრებიც გადაეცათ.

 

ექსკურსიის ბოლო დღეს სპეციალურად კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც სტუდენტების განწყობასა და მუსიკალურ გაფორმებაზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლი სტუდენტმა - დავით ქორიძემ იზრუნა. ღონისძიების უზრუნველყოფისთვის დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ და მეგობარ კომპანიას VG Company-ის.

 

ასევე, განსაკუთრებული მადლობა  სასტუმრო „Bakuriani Inn“-ს მასპინძლობისთვის.