28 მაისს, პადელის კორტებზე „ჯიპადელი წყნეთში“, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა CU-ის პადელის ჩემპიონატი 2026.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებული წყვილები.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- I ადგილი-Ahmad Anta, ლუკა მამულაძე (კავკასიის მედიცინის სკოლა)
- II ადგილი- თემუკა კეკელიძე, გიორგი მგელაძე (კავკასიის ბიზნესის სკოლა)
- III ადგილი-გიორგი ბიწაძე, საბა კვესელავა (კავკასიის ბიზნესის სკოლა)
გამარჯვებულებს გადაეცათ CU-ის გარდამავალი თასი, ასევე ჩემპიონატის სპონსორი, ჯიპადელისგან, პადელის კორტებზე სათამაშო 3 საათიანი ვაუჩერები.
საპრიზო ადგილზე გასულ სამივე წყვილს CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები გადაეცათ.
ჩემპიონატის სპონსორი იყო ჯიპადელი წყნეთში.
