19 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელ გიორგი ჩუგოშვილთან გაიმართა შეხვედრა თემაზე „ელექტრონული კომერციის და ონლაინ პლატფორმების მომავალი“.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- ელექტრონული კომერციის ბაზარი
- ბაზარზე არსებული მოთამაშეები
- სამომავლო ტენდენციები
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.