15 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატი დაიწყო, რომელსაც საკალათბურთო კლუბ აკადემიის დარბაზი მასპინძლობს.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.
კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატი 2025-ის საფინალო შეხვედრა 19 მაისს ჩატარდება, სადაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა CU-ის კალათბურთის ჩემპიონატის 2025-ის გარდამავალი თასი. ასევე, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცემათ ფულადი პრიზები.
ჩემპიონატის სპონსორები არიან: Barcafans Georgia, Sandora, Redbull და ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი - Babe, რომელიც ექსკლუზიურად წარმომადგენელია ავერსის სააფთიაქო ქსელში".