საჯარო ლექცია - „ტანსაცმელს გენდერი არ აქვს“

23 მარტი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბის (CU EQUALITY CLUB) ორგანიზებით 23 მარტს, წიგნის მაღაზია ''ლიბრარეა''-ში მოდის ექსპერტის, დალი ჩიტალაძის საჯარო ლექცია გაიმართა.

 

შეხვედრაზე საუბარი იყო, სამოსთან დაკავშირებულ გენდერულ სტერეოტიპებზე;რა მოდის ტენდენციები არსებობს მსოფლიოს მასშტაბით; რა გზა გაიარა მოდამ დღემდე და როგორია მისი ისტორია ქართულ კონტექსტში.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.