21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, CU-ის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა ისაუბრა სამინისტროში არსებული დაფინანსების შესაძლებლობებსა და მიმდინარე სტიპენდიებზე, კერძოდ ყურადღება გაამახვილა ისეთ ქვეპროგრამებზე როგორიცაა:
- წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა;
- აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია;
- დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები;
- თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბისკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიები;
- მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების პროგრამებით დაინტერესება და სტიპენდიების შესახებ მათი ინფორმირება. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ დაესვათ კითხვები მათთვის აქტუალურ და საინტერესო თემებზე.