კავკასიის უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან: “პროტოკოლს მიღმა, საუბრები სტუდენტებთან”.
შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა ისაუბრა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე და დღევანდელ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის სესიას, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მეტი გაეგოთ ევროკავშირის პოლიტიკაზე, რეგიონულ პროცესებსა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
