კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, CU-ის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი 2023“-ის ფინალი გაიმართა.
თამაშის დაწყებამდე, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
საფინალო თამაში გიორგი ნიშნიანიძის მამამ - მამუკა ნიშნიანიძემ - გახსნა. აღნიშნული ჩემპიონატი გიორგის (ფეფეს) სახელს ატარებს.
„ფეფეს თასი 2023“-ის გამარჯვებული გახდა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდი „ALL STARS“.
მეორე ადგილი დაიკავა კავკასიის ეკონომიკის სკოლის (CSE) გუნდმა „GREEN STREET“, ხოლო მესამე ადგილი - კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდმა „AMIGOS“.
საპრიზო ადგილზე გასულ სამივე გუნდს გადაეცათ CU-ის საჩუქრები.
ასევე, პრიზები გადაეცათ: ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს, „ALL STARS“-ის გუნდის კაპიტანს - დავით ხეჩიკაშვილს და ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეს, ამავე გუნდის წევრს - დემნა ჩიგოგიძეს.
ჩემპიონატის სპონსორი კომპანიები იყვნენ: Doritos Georgia და Coca-Cola Bottlers Georgia.
მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გაფრთიანებაზე იზრუნა ენერგეტიკულმა სასმელმა რედბულმა. Red Bull