13 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ილია ჩხეიძის ლექცია თემაზე - „რენესანსის ეკონომიკა“. შეხვედრა კულტურულ მოვლენათა ეკონომიკური საფუძვლების გააზრებასა და სტუდენტებში კრიტიკული ხედვის განვითარებას ემსახურებოდა.
სპიკერმა განიხილა, როგორ უკავშირდებოდა რენესანსის ეპოქის ხელოვნებისა და მეცნიერების აღორძინება შრომის, ვაჭრობისა და ფინანსური სისტემების განვითარებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარ ხედვებზე ემსჯელათ და სპიკერთან ღია დიალოგი გაემართათ.