შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის შეხვედრა სტუდენტებთან

22 მარტი 2023

17 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი,  ბექა ფერაძე და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, CU-ის სტუდენტებს, თანამშრომლებს და ლექტორებს შეხვდნენ.

 

ლექციის მთავარი თემა იყო: შრომითი ნორმები, რომელიც მათ როგორც დასაქმებულებს, აქტიურ შრომით ბაზარზე გასვლისას უნდა იცოდნენ. ასევე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმები, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი, შვებულების უფლებით სარგებლობის წესი და  უსაფრთხოების სტანდარტები, რასაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.