Q&A სესია - ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა საქართველოსა და იტალიაში

20 სექტემბერი 2023

20 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, CU-ის სტუდენტური თანასწორობის კლუბის ორგანიზებით, Q&A სესია გაიმართა თემაზე - ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა საქართველოსა და იტალიაში.

 

ღონისძიების ფარგლებში, ერთმანეთს იტალიის პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები და ქართველი სტუდენტები შეხვდნენ. 

 

სესიის მიზანია, ახალგაზრდები ჩაერთონ დიალოგში ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის გარშემო, მოახდინონ ლოკალურად არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და გამოიკვლიონ ადგილობრივ გამოწვევებთან გამკლავების გზები. 

 

შეხვედრის განმავლობაში განიხილა ისეთი თემები როგორიცაა:

 

  • ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა ახალგაზრდების რეალობაში; 
  • ახალგაზრდა ქალების მდგომარეობა საქართველოში, მათ წინაშე არსებული გამოწვევები; 
  • ქალთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები საქართველოსა და იტალიაში.