27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, მართლწერის ვიქტორინა - „ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით“ - გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის სტუდენტები იღებდნენ.
ვიქტორინა რამდენიმე ეტაპად წარიმართა, სადაც გუნდებს (თითო ჯგუფში 5 მონაწილე) მიეცათ 20 დავალებისგან შემდგარი ტესტი, რომელშიც უნდა მოენიშნათ ორთოგრაფიულად სწორი პასუხები. თითოეული დავალების შესასრულებლად გამოყოფილი იყო 10 წუთი.
ვიქტორინაში კავკასიის მედიის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, რომლის წევრებიც იყვნენ: ელენე დავითაია; ნინი ნიკოლოზიშვილი; ლიზი ჩხაიძე; სონია ჰულსტი; მარიამ ქორიძე. გამარჯვებული გუნდი სახელმწიფო ენის მცოდნე საუკეთესო გუნდად დასახელდება და 4 აპრილს, ქართული ენის შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.
აღნიშნული ღონისძიება პროექტის _ „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ნაწილია, რომლის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - მარიამ მანჯგალაძე. პროექტი წარმატებით განხორციელდა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, 2016 წლის 14 აპრილს და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.