8 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა “- ში, ქალური როლის დამფუძვნებლის, ფსიქოთერაპევტ ნათია ახობაძის ინიციატივით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - ქალი და ქარიზმა“, რომელიც მიეძღვნა ქალებს და მათ ირგვლივ არსებულ სხვადასხვა გამოწვევებს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: ქალთა ცნოებიერების ამაღლება, როგორ ხდება საკუთარი თავის რესურსის ძიება, როგორ ვიყოთ ჰარმონიაში საკუთარ მე-სთან, როგორია ძლიერი დამოუკიდებელი ქალი.
ლექციას ესწრებოდნენ, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სტუდენტები აფხაზეთიდან.