საქართველო 90-იანებიდან დღემდე - ნარკვევები

საქართველოს ისტორის კვლევის საკითხი ყოველთვის იყო აქტუალური, თუმცა დღეს ის კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია მიზნად ისახავს  საბჭოთა  კლიშეებისაგან გათავისუფლებასა და კვლევების განახორციელებას ტრანსნაციონალურ კონტექსტში.

 

საქართველოს ისტორიის პოსტსაბჭოთა პერიოდის თითქოს კარგად ნაცნობი ისტორია ჯერ კიდევ უამრავ კითხვაზე ითხოვს პასუხის გაცემას, მოძიებული პასუხების კი აკადემიურ ნაშრომებში თავმოყრას. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, უნდა აკმაყოფილებდეს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ისტორიით დაინტერესებული მკითხველთა ინტერესს, არამედ პროფესიული საზოგადოებისათვის უნდა წარმოადგენდეს სასარგებლო ინსტრუმენტს ისტორიის სწავლების პროცესში.  როგორც ერთ-ერთი ქართველი ისტორიკოსი წერდა 2020 წელს, „მრავალ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ზღაპრული, არარსებული ფაქტებით მანიპულირება საბოლოო ჯამში ქართულ ცნობიერებას ძალიან ამღვრევს, არასწორი მიმართულებით მიჰყავს. თუ ჩვენ არ ვასწავლეთ ჯანსაღი და გააზრებული საქართველოს ისტორია, ისევ იმავე წრეზე ვიტრიალებთ. საქართველოში ისტორიის თანამედროვე სტანდარეტებით სწავლება გრძელ ვადაში ქართული პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლების გაჯანსაღების მექანიზმი იქნება“. აღნიშნულ იდეას ვიზიარებთ ჩვენც და მიგვაჩნია, რომ ეს ვაკუუმი პირველ რიგში სწორედ რომ XX საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ ისტორიას ეხება.

 

წარმოდგენილი პროექტი თავისი არსითა და კონცეფციით წარმოადგენს აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მცდელობას. კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მესამე წელია ხორციელდება ქართველოს უახლესი ისტორიის სწავლება სასწავლო კურსით  „საქართველოს ისტორია ეროვნული მოძრაობიდან 2016 წლამდე“.  სასწავლო პროცესმა ცალსახად დაგვანახა სტუდენტების მზარდი ინტერესი აღნიშნულ პერიოდში მიმდინარე მოვლენების მიმართ, თუმცა პარალელურად წინა პლანზე წამოწია იმავე პერიოდის საქართველოს ისტორიის სწავლებისათვის საჭირო ლიტარატურის დეფიციტმა. მიუხედავად საგნის ხელმძღვანელის ძალისხმევისა დროულად და თანმიმდევრულად მიაწოდოს სალექციო ჰენდაუთები სტუდენტებს, სავალდებულო ლიტერატურაზე მუშაობის პროცესში სტუდენტებს უწევთ არც თუ ისე მრავლად არსებული გამოცემების სათითაოდ მოძიება და შესაბამისად მასალის დამუშავება. ეს ასეც იქნება, რადგან სრულყოფილად სწავლება მხოლოდ ჰენდაუთის ხარჯზე ვერ მოხერხდება.  ეს უკანასკნელი იწვევს სასწავლო პროცესის გართულებასა და სტუდენტების გარკვეულ უკმაყოფილებას.  აღნიშნულიდან გამომდინარე, კურსის თემატიკის, შინაარსის მრავალფეროვნებისა და მოცულობის გათვალისწინებით,  მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეიქმნას კვლევა „საქართველო: 90-იანებიდან დღემდე -  ნარკვევები“.

 

პროექტის ხელმძღვანელი გურანდა ჭელიძე, კვლევა დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.