კორპორატიული მრავალფეროვნების ანგარიშგება განვითარებად საქართველოში

 

კორპორატიული მრავალფეროვნების ანგარიშგება განვითარებად საქართველოში: ტექსტის ანალიზის მიდგომა კოვიდ-19-ის პირობებში [FR-21-1248]

 

საზოგადოების სხვადასხვა ფენაში არსებული უთანასწორობა დღევანდელი მსოფლიოს, მათ შორის განვითარებადი ქვეყნების, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. უთანასწორობა, გამოვლენილი სქესში, შემოსავლებში, რასაში, ფიზიკურ უნარებში, განათლებასა და ა.შ., კიდევ უფრო გამწვავდა კოვიდ-პანდემიის პირობებში. კორპორატიული ანგარიშგების მრავალფეროვნების პრაქტიკის დანერგვა უფრო დაბალანსებული სამყაროს მისაღწევ ერთ-ერთ პოტენციურ ისნტრუმენტს წარმოადგენს. ეს კვლევითი პროექტი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ საქართველოს 2016 წლის კანონის ფარგლებში არა-ფინანსურ ანგარიშგებაზე ფოკუსირებითა და პოსტ-პანდემიური გამოვლინებების შესწავლით, წარმოადგენს კორპორატიული მრავალფეროვნების ანგარიშგების პრაქტიკის პირველ ემპირიულ კვლევას საქართველოს მასშტაბით. ტექსტური ანალიზის მიდგომისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნიკების გამოყენებით, პროექტი ააგებს კორპორატიული მრავალფეროვნების ანგარიშგების ინდექსს, რომელიც ათ განსხვავებულ განზომილებას მოიცავს. გამოყენებული სტატისტიკური მოდელი, ფინანსური ანგარიშგების რაოდნეობრივი და ტექსტური ნაწილების ხარისხის, ქვეყნის დონის ინსტიტუციური ფაქტორებისა და აუდიტორთა როლის გაკონტროლებით, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ კორპორატიული მრავალფეროვნების ანგარიშგების გავლენა საწარმოთა ფინანსურ მდგომარეობაზე. პროექტის შედეგებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება თავად დარგის, პოლიტიკის გამტარებელთა და ინვესტორთათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

 

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის გრანტით დაფინანსების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი ერეკლე პირველი.