ფინანსური ინფორმაციის დროულობა საქართველოში: როდესაც საკანონმდებლო და საბაზრო სტიმულები წინააღმდეგობაშია
ინფორმაციის სხვა წყაროებთან კონკურენციის პირობებში, როგორებიცაა პრეს რელიზები, ანალიტიკოსების პროგნოზები, ტექნიკურ / ალგორითმზე დაფუძნებული ანალიზი და საკონფერენციო ზარები, დღეს ფინანსური ინფორმაციის მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღალია. მოცემული კონკურენციის გათვალისწინებით, მაღალი ინფორმაციული ღირებულების შესანარჩუნებლად, ფინანსური ინფორმაცია დროულად უნდა გასაჯაროვდეს. ფინანსური ინფორმაციის დროული მიწოდება, კომპანიის მენეჯმენტსა და მის გარე მომხმარებლებს შორის ასიმეტრიული ინფორმაციის შემცირების გზით, ხელს უწყობს ბაზრის მთლიანობას, სამართლიანობას, ეფექტურობას, გამჭვირვალობასა და ინვესტორების დაცვას. ეს კვლევითი პროექტი შეისწავლის კორპორაციული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების ვადებს განვითარებადი საქართველოს კონტექსტში, სადაც კაპიტალის ბაზრის უფუნქციობის პირობებში, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროვების ვალდებულება დაუდგა მთლიან ბიზნეს სექტორის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მიაღწია ანგარიშგებების გასაჯაროვების მაღალ დონეს (90%), ეს კვლევა შეისწავლის აღნისნული პროცესის დროულობას, რაც ეჭვქვეშ იქნა დაყენებული წინარე კვლევების მიერ. ანალიზი მოიცავს საქართველოს კერძო სექტორის ათასობით მსხვილ, საშუალო, მცირე და მიკრო საწარმოს. კორპორაციული ინფორმაციის გამჟღავნების შეტანის თარიღების საშუალო / ვარიაციული გადახრების ანალიზითა და ანგარიშგებათა გამჟღავნების განაწილებით სავალდებულო თარიღის ირგვლივ, ასევე, რეგრესიული მოდელის შემუშავებით, ეს კვლევა შეეცდება გამოავლინოს: ა) ანგარიშების დროული და არადროული გამჟღავნების შედარებითი პროპროციები; ბ) ანგარიშგების გამჟღავნების დროულობა დამოკიდებულია საკანონმდებლო თუ საბაზრო სტიმულებზე; გ) ახდენს თუ არა სავალდებულო და ნებაყოფლობითი ჩაბარება ანგარიშგებისა გავლენას ინფორმაცისი ჩაბარების დროულობაზე; და დ) აუდიტორული დასკვნის, აუდიტის დასკვნის ტიპისა და აუდიტორული ფირმის ტიპის როლი ადგილობრივი კორპორატიული ინფორმაციის გამჟღავნების დროულობაში. მიღებული დასკვნები იქნება პირველი აღნიშნული საკითხის შესწავლის კუთხით საქართველოში და ხელს შეუწყობს თავად სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებას, ადგილობრივ მარეგულირებელსა და პოტენციურ ან არსებულ ინვესტორებს თუ კრედიტორებს ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი ერეკლე პირველი.