დემოკრატიზაციის პროცესი კანონშემოქმედებით პრიზმაში

დემოკრატიზაციის პროცესი კანონშემოქმედებით პრიზმაში: Rule of Law vs. Rule by Law

 

2012 წლის შემდეგ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება გახდა საქართველოს პრეზიდენტის (არაერთგზის გამოყენებული ვეტო), პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების (მათ შორის ვენეციის კომისიის), აკადემიური წრეების კრიტიკის საგანი. არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აქტორი ცვლილებებში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ხარვეზებს/ნაკლოვანებებს ხედავს და საუბრობენ „ძალაუფლების უზურპაციის“, „ძალაუფლების მითვისების“, „ძალაუფლების ბოროტად გამოყენების“  შესახებ.კანონის უზენაესობა არის წესების ერთობლიობა, რომლებიც ყველასთვის საერთო (ერთნაირი)  და მისაღებია, კანონით უზენაესობა ანუ Rule by Law არის მდგომარეობა, როდესაც მმართველები ქმნიან კონსტიტუციას, კანონებს, რეგულაცებს, რომლებიც ემსახურება უპირატესად მათ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დარჩენას.

 

კვლევის ჰიპოთეზას წარმოადგენს, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კანონშემოქმედებით პროცესში პრევალირებს არა Rule of Law-ს, არამედ Rule by law-ს პრინციპი, უმაღლესი საკანონმდებლო ორანოს ერთ-ერთი ამოცანაა სახელისუფლებო გუნდის ინტერესების გატარება/დაცვა და ძალაუფლების შენარჩუნება ე.წ. ფასადური დემოკრატიული კანონშემოქმედებით, რაც აფერხებს თანამედროვე მართვის მოდელის ინსტიტუციონალიზაციის  და დემოკრატიზაციის პროცესს.კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის მიერ კანონშემოქმედებით პროცესში Rule of Law-ს და „ქვემოდან ზემოთ“ დემოკრატიის პრინციპის დაცვის შესწავლა და ანალიზი. კვლევის საგანია, კანონშემოქმედებით პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მხრიდან კონტროლისა და ზეგავლენის მექანიზმების იდენტიფიცირება.

 

პროექტის ხელმძღვანელი თამარ ჩარკვიანი, კვლევა დაფინანსებულია კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების კონკურსის ფარგლებში.