კონკურსი: ,,სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2014’’
პროექტის მიზნები: ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა:
- 2014 წლის 7 დეკემბერს - შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი
- 2015 წლის 4 აპრილს - კონკურსის მე- კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კონკურსის „სტუდენტებისოციალური მე-2 ეტაპი
- 2015 წლის 28 აპრილს - კონკურსის ფინალი
კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა "Edelweiss" - გაიმარჯვა კონკურსის ერთ-ერთ მიმართულებაში, რომელიც გულისხმობს სტუდენტების მიერ სოციალური საწარმოს კონცეფციის და შემდგომ სრული ბიზნეს-პროექტის შემუშავებას იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც სურს ახალი სოციალური საწარმოს დაარსება.
პროექტის ორგანიზატორები: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
პროექტი დასრულდა 2015 წლის 28 აპრილს.