სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორის გიორგი ცხადაიას სტატია ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში

17 ივნისი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ცხადაიამ სამეცნიერო ჟურნალ „Distinktion: Journal of Social Theory“ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „Revisiting the Habermasian charge of performative contradiction: deconstruction as a theoretical and normative project  („პერფორმატიული წინააღმდეგობის შესახებ ჰაბერმასის ბრალდების ხელახალი გააზრება: დეკონსტრუქცია, როგორც თეორიული და ნორმატიული პროექტი"). ჟურნალი ინდექსირებულია Taylor and Francis-ის გამომცემლობის მიერ.

 

სტატიაში შეფასებულია ჟაკ დერიდას ფილოსოფიური მიმდინარეობის -დეკონსტრუქციის ძირითადი მტკიცებები. კერძოდ, ავტორს აინტერესებდა, რამდენად შეუძლია დეკონსტრუქციას უპასუხოს ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, იურგენ ჰაბერმასის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია რაციონალობის (reason) რაციონალობისვე მეთოდით გაკრიტიკება. ავტორი ამტკიცებს, რომ დეკონსტრუქციას მართლაც ახასიათებს პერფორმატიული წინააღმდეგობა. სტატიაში ავტორი გვთავაზობს გზას ამ  პრობლემის გადასალახად. აღნიშნულ სტატიაში დერიდას დეკონსტრუქციის მტკიცების ახალ შუქზე დანახვა წვლის შეიტანს პოლიტიკური ფილოსოფიისა და თეორიის ახლებურად გააზრებაში.

სტატიის ბმული