კონკურსის მიზანი:
საგრანტო კონკურსის მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს მისცეს შესაძლებლობა, რომ განახორციელოს ფუნდამენტური, გამოყენებითი და სწავლა-სწავლების საქმიანობის განვითარებასთან დაკავშირებული კვლევები. გარდა ამისა, აღნიშნულმა კონკურსმა ხელი უნდა შეუწყოს საუკეთესო სამაგისტრო/სადოქოტორო საფეხურის სტუდენტების ჩართულობას სამეცნიერო საქმიანობაში.
საპროექტი განაცხადის ტიპი:
ინდივიდუალური/ჯგუფური
კონკურსის ძირითადი პირობები:
კვლევითი საქმიანობისთვის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვება შეუძლია დაფინანსების მაძიებელ პირს, რომელიც შეიძლება იყოს ინდივიდუალური მკვლევარი ან მკვლევართა ჯგუფი. ამასთან, დაფინანსების მაძიებელი ინდივიდუალური პირი უნდა იყოს კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებული აკადემიური პერსონალი, რომელთანაც გაფორმებული არის კავკასიის უნივერსიტეტის შრომითი ხელშეკრულებების კლასიფიკაციით ნებისმიერი A ტიპის ხელშეკრულება. შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში თითოეულ კვლევით პროექტზე მოსათხოვნი მაქსიმალური თანხა შეადგენს 25,000 ლარს.
საგრანტო კონკურსის გამოცხადება და ვადები:
- შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე კვლევითი პროექტების თაობაზე განაცხადების შემოტანა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით 2024 წლის 15 დეკემბრის 09:00 საათიდან - 2025 წლის 31 იანვრის 18:00 საათამდე.
- პროექტების შეფასება და აპლიკანტთათვის დაფინანსების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება - 2025 წლის 4 აპრილამდე.
- დაფინანსების მაძიებელმა პირებმა საპროექტო განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად (დანართი 2, დანართი 3) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: research@cu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტს მეილზე research@cu.edu.ge